ცნობილი ადამიანები

ილია ჭავჭავაძე

 ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს“, რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.
პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინეობდა, კითხულობდა. მან თავის გარშემო შემოიკრიბა პეტერბურგში მყოფი ქართველები, რომლებიც მასავით ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულიყვნენ იქ. ისინი ერთად ფიქრობდნენ საქართველოს მომავალზე და იმაზე, თუ რითი შესძლებდნენ დახმარებოდნენ სამშობლოს.
სწავლის დასრულების შემდეგ ილია სამშობლოში დაბრუნდა. მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება სურდა. საქართველო იმ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო: რუსეთის იმპერიას უკვე დიდი ხანია გაეუქმებინა მეფობა, აღარც ეკლესია იყო დამოუკიდებელი, წირვა-ლოცვა რუსულად ტარდებოდა, არ არსებობდა ქართული სკოლები. იმ სკოლებში კი, რომლებიც მაშინ საქართველოში იყო, მხოლოდ რუსულად ასწავლიდნენ. ბევრმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცოდა.
ილიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხალხს წერა-კითხვას, ურიგებდა წიგნებს. ილია ჭავჭავაძის მონდომებით დაარსდა ასევე ქართული ჟურნალი, რომელსაც „საქართველოს მოამბე“ ერქვა, მასში გამოჩენილი ქართველი მწერლების ლექსები, მოთხრობები, პოემები, წერილები იბეჭდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ილიას დანიშვნა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ, ეს ბანკი ილიამ ეროვნულ ბანკად აქცია, რომელიც უდიდეს ფულად დახმარებას უწევდა საქართველოს ყველა ძირითად საზოგადოებრივ-კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
იმდროინდელ საქართველოში რუსი ჩინოვნიკები ყველანაირად ცდილობდნენ, ჩაეკლათ ქართული სიტყვა, ქართული სული, ქართულად ლაპარაკსაც კი სირცხვილად თვლიდნენ. და ამ ფონზე ილიამ დააარსა ქართული თეატრი, სადაც იდგმებოდა პიესები ქართულად ქვეყნისათვის საჭირბოროტო თემებზე. ასევე გაიხსნა ქართული გიმნაზია და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა.
ამ მრავალმხრივ საქმიანობასთან ერთად ილია არ ივიწყებდა მწერლობას. მან დაგვიტოვა უამრავი ლექსი, პოემები, მოთხრობები, წერილები, რომელთა ერთადერთი ტკივილი და საზრუნავი საქართველო და მისი მომავალი იყო, მათში ილიამ დაგვისახა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო ძლიერი, თავისუფალი და გაბრწყინებული იყოს. მაგრამ საქართველოს მხოლოდ მოყვრები როდი ჰყავდა. საქართველოს ფარული თუ აშკარა მტრები ილია ჭავჭავაძესაც მტრობდნენ.
ერთხელ, როდესაც ილია თავის მეუღლესთან – ოლღასთან ერთად ეტლით თბილისიდან საგურამოს მიემგზავრებოდა, წიწამურთან მათ წინ გადაუდგნენ შეიარაღებული პირები და თოფები ეტლში მყოფთაკენ მიმართეს. ილია ფეხზე წამოდგა და დაუძახა: „რას სჩადით? ილია ვარო“. „ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგკლათო“, – უპასუხნიათ ჯალათებს და სროლა აუტეხიათ. ილია და მისი მოურავი იქვე გარდაიცვალნენ, ხოლო ოლღა მძიმედ დაიჭრა.
ეს საშინელი ამბავი ელვასავით მოედო მთელს საქართველოს. გლოვითა და ტირილით აივსო სახლები. ილიას ხომ ყველა საქართველოს მამად, უგვირგვინო მეფედ თვლიდა. „საქართველო დაობლდაო“, ასე შეაფასეს მაშინდელმა ქართველებმა ილიას სიკვდილი. გასვენებაზე ქუჩები გაჭედილი იყო ხალხით, ყველას სურდა, უკანასკნელი პატივი მიეგო სათაყვანო მამულიშვილისათვის. ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა. ხოლო რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ილია მართალი.




კოტე მარჯანიშვილი

კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი დაიბადა 1872 წელს სოფელ ყვარელში. განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. 1894 წლიდან იყო ქუთაისის დრამატულ დასში. ამავე წელს დებიუტი ჰქონდა - თბილისში შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის დრამატულ პოემაში "პატარა კახი". ამის შემდეგ მოღვაწეობდა რუსეთისა და შუა აზიის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ 1904 წლიდან მუშაობდა მხოლოდ როგორც რეჟისორი. თანაუგრძნობდა 1905 წლის რევოლუციას. ეს განწყობა მან სცენაზეც გადაიტანა. 1909 წლამდე მოღვაწეობდა უკრაინის სხადასხვა ქალაქების სცენაზე, შემდეგ ჩადის მოსკოვში და კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორია. ამ პერიოდში ეხმარება ქართველ სტუდენტებს - მომავალ რეჟისორებსა და მსახიობებს. აქვე მონაწილეობს ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1913 წელს დააარსა საკუთარი ე.წ. "თავისუფალი თეატრი", რომელმაც მართალია მხოლოდ ერთი სეზონი იარსება, მაგრამ მარჯანიშვილმა შეძლო სინთეზური თეატრის პრინციპის დამკვიდრება. 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო", რომელმაც ქართული თეატრის განახლებას დაუდო საფუძველი. 1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი, II სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით, რომელიც ორი სეზონის შემდეგ თბილისში გადმოვიდა და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. ამ თეატრს გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ეწოდა. ეს იყო პირველი ქართული თეატრი, რომელმაც ქვეყნის გარეთ - მოსკოვსა და ხარკოვში ჩაატარა გასტროლები. კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების რიცხვშია: შ. დადიანის "კაკალ გულში", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", აფინოგენოვის "შიში", უ. შექსპირის "ოტელო" და სხვა. 1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მიიწვიეს მოსკოვის მცირე თეატრში შილერის "დონ-კარლოსის" დასადგმელად, თუმცა მან ვერ შეძლო პრემიერის გამოშვება, 17 აპრილს გარდაიცვალა. მარჯანიშვილის ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს და ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაკრძალეს, ხოლო 1964 წელს ქართულმა საზოგადოებამ მას მთაწმინდაზე მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.
 მისი სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს სოფელ ყვარელში. მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი, დაწესებულია მისი სახელობის პრემია.
 



მაკო საფაროვა-აბაშიძისა


მაკო (მარიამ) მიხელის ასული საფაროვა-აბაშიძე დაიბადა 1860 წლის 18 თებერვალს თელავში.
მაკო ბავშვობიდანვე იყო გატაცებული სასცენო მოღვაწეობით. აკაკი წერეთლის გადმოცემით, ერთხელ იგი და რაფიელ ერისთავი სტუმრად ყოფილან ერთ ოჯახში, სადაც ახალგაზრდა 16-17 წლის მაკო საფაროვას უთამაშია და ყველა გაუოცებია თავისი აქტიორული ნიჭიერებით. ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მაკოს რეფიელ ერისთავზე, რომ მას სწორედ მაკო საფაროვას სამსახიობო ხელწერის შესატყვისად გადმოუკეთებია თავისი კომედია-ვოდელი ,,ბიძიასთან გამოხუმრება.
მაკო საფაროვამ 1879 წელს დაიწყო სცენური მოღვაწეობა ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიურ თეატრში. თეატრში ამ პერიოდში მოღვაწეობდა ვასო აბაშიძე. როცა ქართულ დასში მივიდა მაკო, ვასო აბაშიძემ დაცინვა დაუწყო და ბავშვიც უწოდა. მაგრამ მალე მისი სცენაზე პირველი გამოსვლისთანავე შეხედულება შეიცვალა და მაკოს თაყვანისმცემელიც გახდა.
ერთ დღეს ვასო აბაშიძემ მაკოს წინადადება შესთავაზა ოჯახის შექმნაზე, ქალმა იუარა, ხუმრობა ეგონაამასობაში გასტროლებიც დაიწყო. დასი გორში გაემგზავრა და რამოდენიმე წარმოდგენა უჩვენა. უჩვეულოდ ცხელი ამინდი იდგა. თეატრის მუშაკები გარეთ გამოვიდნენ. ვასო მაკოს აედევნა და კვლავ სთხოვა ხელი. ქალი მას ცივად შეხვდა. ვასო გამოემშვიდობა და მტკვრისკენ გაემართა. მაკომ იფიქრა, თავს დაიხრჩობსო, ამიტომ გაეკიდა და უთხრა, რომ ცოლად გაჰყვებოდა (. ჩხეიძემაკო საფაროვა-აბაშიძე, თბილისი, 1963 .). ასე მოხდა ქართული თეატრის ორი მშვენების დაქორწინება (1879 .). ორივენი ბედნიერნი იყვნენ.
1881 წელს მაკო და ვასოს შეეძინათ ქალიშვილიტასო, შემდეგში სცენის დიდოსტატი: “1881 წლის 29 მარტს, დილით 5 საათზე დიდი წივილ-კივილით გავჩნდი ამქვეყნად და გავახილე ჩემი დიდრონი თვალები, ორი წლის შემდეგ ჩემს მშობლებს კიდევ ეყოლათ ვაჟი, რომელსაც არჩილი დაარქვეს. ჩემი ძმა თერთმეტი თვისა გარდაიცვალა. მე ის სრულებით არ მახსოვს, რადგანაც მხოლოდ ერთი წლით ვიყავი იმაზე უფროსი“ – იგონებს ტასო აბაშიძე (ტასო აბაშიძე, მოგონებანი, თბ. 1954 .).

მაკო საფაროვა დიდი ოსტატობით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე კომედიურ როლებს. მონაწილეობდა ოპერებშიც.
თეატრში მისი შესრულებული როლებია: ნატალია (. სუნდუკიანის ,,ხათაბალა’’) ,,კლოდინა, ტუანეტი მოლიერის ჟორჟ დანდენი” ,,ეჭვით ავადმყოფი , ელენე, მაშო (ცაგარელის ,,კუდურ ხანუმ”, ,,ციმბირელილიზა (გრიბოედოვის ,, ვაი ჭკუისაგანმარია ანტონოვა (გოგოლის ,,რევიზორი’ ,, ფაიხოში (. ერისთავის ,,სამშობლო, ოფელია, შექსპირის ,,ჰამლეტი,” ლუიზა (დენერისა და კორმონის ,,ორი ობოლი’’) , პოლინა . ოსტროვსკის ,,შემოსავლიანი ადგილი.
საფაროვა ქართულად თარგმნიდა რუსულ და ფრანგულ პიესებს.
1925 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება.

მაკო საფაროვა- აბაშიძისა გარდაიცვალა 1940 წლის 25 მაისს.


არცილ ჯორჯაძე

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ესთეტიკოსი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.
არჩილ ჯორჯაძე დაიბადა 1872 წლის 10 იანვარს. 1892 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლობდა ვარშავაში. აქ სცადა ფარული საზოგადოებისსაქართველოს თავისუფლების ლიგისდაარსება. 1893 . დაბრუნდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა ფილოსოფიურ წრეში.
პეტერბურგისა და ვარშავის გარდა არჩილ ჯორჯაძე სწავლობდა ინგლისის, საფრანგეთისა და შვეიცარიის უმაღლეს სასწავლებლებში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში. ჯორჯაძეცნობის ფურცლისმუდმივი თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. იღვწოდა საქართველოში ახალი პარტიის შესაქმნელად, იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.
1902 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა. 1904 წელს ჟენევაში, ინტერპარტიულ კონფერენციაზე სოციალისტ-ფედერალისტური პარტია ოფიციალურად გაფორმდა. სოციალისტურ-ფედერალისტური პარტიის დაარსებამ ჩიხში მოამწყვდია სოციალ-დემოკრატები, რომელთაც მანამდე დიდი გავლენა ჰქონდათ საზოგადოებრივ აზრზე.
1903-05 წლებში პარიზში გიორგი დეკანოზიშვილმა, არჩილ ჯორჯაძემ, თედო სახოკიამ, მიხაკო წერეთელმა ჟურნალისაქართველოდააარსეს, რომელიც ქართულ და ფრანგულ ენებზე გამოდიოდა.
არჩილ ჯორჯაძე იყო ჟენევის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მომხსენებელი. ევროპაშიც გახმიანდა საქართველოს ბედისწერა, რომ იგი რუსეთის რიგითი პროვინცია კი არ იყო, არამედ ქვეყანა, რომელიც თავისუფლების მოსაპოვებლად იბრძოდა. სწორედ არჩილ ჯორჯაძემ აღიმაღლა ხმა საქართველოს ავტონომიის მოსაპოვებლად ოფიციალურად და საერთაშორისო არეალში. მისი აზრით, ავტონომიის აღდგენას უნდა მოჰყოლოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
1905 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა გაზეთებში: “ისარი”, “ამირანი”. შექმნასაერთო ნიადაგის თეორია”, რომელიც მოუწოდებდა ერის ერთიანობისაკენ და უარყოფდა კლასობრივ დაპირისპირებას. არჩილ ჯორჯაძე მთლიანად ილია ჭავჭავაძეზე იყო ამოზრდილი და მისი ღვაწლი იტვირთა. ილია ჭავჭავაძის შემდეგ თუ ვინმეს შეეძლო ემეთაურა აპოლიტიკური ბრძოლებისათვის, ეს არჩილ ჯორჯაძე იყო.
ნარკვევშიპუბლიცისტიილია ჭავჭავაძეარჩილ ჯორჯაძე მიიჩნევს, რომპოლიტიკური სიმბოლო ილია ჭავჭავაძისა გამოისახება ეროვნული ცხოვრების აღორძინების საჭიროებაში”. არჩილ ჯორჯაძის დასკვნით, ილიამგაასამართლიანა და დააკანონაპატრიოტიზმის გრძნობა. მან დაუდო საფუძველი ჩვენს ეროვნულ პროგრამას თავისი პუბლიცისტური ნააზრევით. არჩილ ჯორჯაძეს სწორედ ეროვნული საკითხი მიაჩნია ილიას მოღვაწეობის საუკეთესო ნაწილად; იგი აფასებს ილიას ნააზრევს ენისა და ქრისტეს სჯულის შესახებ; თვლის, რომ მისი მოსარჩლეობა არ ყოფილა ცრუ პატრიოტული ხასიათისა და ის დაფუძნებული იყო დაფიქრებაზე, ფაქტებზე, ცოდნასა და მეცნიერულ ჭეშმარიტებაზე.
ჯორჯაძე აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიასა და სხვებს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო. იგი მე-19 საუკუნის აჯანყებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად მიიჩნევდა. არჩილ ჯორჯაძე იყო დიმიტრი ყიფიანის პირველი ბიოგრაფი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის (1914) ინიციატორი.
არჩილ ჯორჯაძის თხზულებებიასამშობლი და მამულიშვილობა”, “მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვისდა სხვა. ქმნიდა ფილოსოფიურ ნაწარმოებებს: “წერილები იტრიის წისქვილიდან”, “ინდური ფილოსოფიადატოლსტოის მსოფლმხედველობა”, სადაც ადამიანის არსებობის, მისი ყოფიერების საზრისის, ბედნიერებისა და ეთიკური საწყისის საკითხებს სვამდა.
წერილები იტრიის წისქვილიდანთითქოს ეხმიანება ალფონს დოდეს ნოველების კრებულს: “წერილები ჩემი წისქვილიდან! ალფონს დოდეს კრებულის სულისკვეთებააროგორ კვდება ფრანგული პროვინცია. არჩილ ჯორჯაძის კრებულის სულისკვეთებააროგორ კვდება ქართული პროვინცია
არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა 1913 წელს ბათუმში. როცა ის გარდაიცვალა, ივანე ჯავახიშვილმა ასე დაატირა: – დავკარგეთ კაცი, რომელსაც ჩვენ შორის ყველაზე უკეთ შეეძლო ილიას ცხოვრების აღწერაო. არა მხოლოდ აღწერაარჩილ ჯორჯაძე ის მოღვაწე იყო, რომელსაც შეეძლო ილიას ენერგიითა და თავგანწირვით გაეგრძელებინა ამ დიდი ერისკაცის გზაც.
დაკრძალულია თბილისში, დიდუბეში, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.





No comments:

Post a Comment